12:21 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 11:03:18, 357 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ომში ზაფხულის ზავს დროის ფუჭად კარგვად მიიჩნევს. მან ეს განცხადება მისისიპიში რესპუბლიკელი მხარდამჭერების წინაშე შუალედური კონგრესის არჩევნების წინ გამოსვლისას გააკეთა.

კონფლიქტის დაწყების გახსენებისას, ტრამპმა წარმოადგინა ნარატივი, რომელშიც აშშ-ს „არჩევანი არ ჰქონდა“. „ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო და ის, რაც ახლა ხდება, ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა მან.

„ჩვენ მცირე ზავზე გადავედით, რითაც განსაკუთრებით კმაყოფილი არ ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს დროის ფუჭად კარგვა იყო“, - განაგრძო ამერიკელმა ლიდერმა. „ჩვენ რამდენიმე გემს [ჰორმუზის სრუტეში] გავლის უფლება მივეცით. ჩვენ გვსურს, რომ კეთილები ვიყოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს დროის ფუჭად კარგვა იყო“, - დასძინა მან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics