|
2026-10-23 16:53:49, 7119 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
ბაზისბანკმა აშშ-ის გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტში, Citibank-ში, აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბანკის საერთაშორისო ქსელის გაფართოებისა და განვითარების გზაზე, რაც ხელს უწყობს გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას. Citibank-თან პარტნიორობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ბაზისბანკის შესაძლებლობებს აშშ დოლარში საერთაშორისო ანგარიშსწორების მიმართულებით, აფართოებს საგადახდო არხებს და მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ტრანზაქციების ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. საერთაშორისო ქსელის გაფართოება და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ბაზისბანკის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ბანკი ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ბიზნესის, საგარეო ვაჭრობისა და გლობალური ფინანსური მომსახურების მხარდასაჭერად. „Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა ბაზისბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ადასტურებს ჩვენი ბანკის მიმართ საერთაშორისო ნდობას, არამედ პირდაპირ აისახება ჩვენი მომხმარებლების მომსახურების ხარისხზე. ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ აშშ დოლარში ანგარიშსწორების კიდევ უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მოქნილ შესაძლებლობას. განვაგრძობთ საერთაშორისო ქსელის განვითარებასა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების საქმიანობასა და განვითარებას საერთაშორისო ბაზრებზე.”- ბაზისბანკის ფინანსური დირექტორი, ლია ასლანიკაშვილი.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ 2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. 2026 წლის 9 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.4 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.4 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 9 თვის წმინდა მოგებამ 178.6 მილიონი ლარი შეადგინა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)