20:28 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-23 14:03:42, 4916 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - დიტო ჩუბინიძე ბრალს არ ეთანხმება, არც ღარიბაშვილს იცნობს

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის თქმით, ჩუბინიძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

"მეც და ბატონი დიტოც ბრალდებას გავეცანით. რა თქმა უნდა, ის ბრალს არ ეთანხმება და ეს ბრალის დადგენილებაში დავაფიქსირეთ [...] ძირითადად, მისი საჯარო გამოსვლებია დაოქმებული და სავარაუდოდ, დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების ჩვენებებიც". - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ჩუბინიძე ამბობს, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს არც იცნობს და მასთან არც ანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. 

"ბრალში კონკრეტულად [ყოფილ] პრემიერზე მინიშნება მითითებული არაა, მინიშნება უფრო იმაზეა, რომ ცრუ ინფორმაციით საზოგადოებაზე ახდენდა ზეგავლენას და დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას უშლიდა ხელს [...] მე დიტოს ვკითხე, მას ირაკლი ღარიბაშვილთან რაიმე კომუნიკაცია თუ ჰქონდა. დიტომ მითხრა, ეს გამორიცხულია, მე მას ფიზიკურადაც არასოდეს შევხვედრილვარო - მასთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი არ ჰქონია. არ ვიცნობ ამ ადამიანსო, მხოლოდ ვიცი მისი პოლიტიკური მოღვაწეობა წარსულში, რაც ხალხისთვისაც ცნობილიაო". - უთხრა ჩუბინიძის ადვოკატმა TV პირველს.

პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის მუხლით, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დომენტი, იგივე, დიტო ჩუბინიძე დააკავა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics