|
2026-10-14 13:11:14, 510 ნახვა
პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა პარტიების აკრძალვის სარჩელზე- რუსულ საოკუპაციო რეჟიმს თავს არ დავუხრით
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას გამოეხმაურა. განცხადება პარტიის წევრმა, ანა წითლიძე გააკეთა. "მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითარიდება მიეცა პარტიების აკრძალვის განხილვაზე, შემდეგ კი საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, ძალიან ნათლად აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც მოსამართლეებზე ხორციელდება, რომ მიიღონ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის შესახებ [...] იმის ნაცვლად, რომ ოლიგარქიული რეჟიმი ხალხს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდეს, დღეს მათ მხოლოდ სანახაობას სთავაზობს [...] საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ შემდეგი: გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც თქვენ ბიძინა ივანიშვილი გავალებთ, არის გადაწყვეტილება, რომელიც დაწერილია კრემლში, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა ნაციონალურ მოძრაობას და მის ასეულობით ათას მხარდამჭერს, არამედ თქვენ ცდილობთ, მოკლათ თავისუფალიდა ევროპული საქართველოს იდეა [...] თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არჩევანი გიწევთ რუსულ საოკუპაციო რეჟიმსა და სამშობლოს შორის. უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განუზომელი იქნება და თუ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ამ დავალებას შეასრულებთ, მკაცრ საერთაშორისო სანქციებს დაექვემდებარებით [...] საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არა და არასოდეს თავს არ დაუხრის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ". - თქვა წითლიძემ.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)