|
2026-10-12 12:45:59, 255 ნახვა
პოლიტიკა
ბაიბა ბრაჟე- ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს
ადგილზე ვითარება არ შეცვლილა - ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. „ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როგორ წარიმართება განხილვა, რადგან მოვისმენთ პრეზენტაციებს როგორც საგარეო ქმედებათა სამსახურის, ისე კომისიის მხრიდან. ადგილზე არსებული ვითარება არ შეცვლილა. საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ გადაუდგამს შესაბამისი ნაბიჯები“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის დიალოგი ქართულ მხარესთან, საქართველოს მთავრობასთან, მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ გვაქვს საელჩო, რიგაში ახლახან მივანიჭეთ აკრედიტაცია ახალ ელჩს, ასე რომ, დიალოგი არსებობს“. „საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო პროცესებიდან. თუმცა, რაც შეეხება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ქართველი ხალხის სურვილია, ხალხს მთავრობისგან განსხვავებული რამ სურს”, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)