13:48 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-12 12:38:49, 295 ნახვა

კოსი- სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ ოცნების ხელისუფლებასთან არ ვითანამშრომლებთ

„საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს“, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს და ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, ევროკავშირი მასთან თანამშრომლობას არ განაახლებს.

ამასთან, კოსი ხაზს უსვამს, რომ ბრიუსელი ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს. ჩვენ მოხარილი ვიქნებოდით საქარყველოს მთავრობასთან ისევ თანამშრომლობით,თუმცა ამისთვის საჭიროა მოძრაობა.სანამ ისინი წინ არ მიიწევენ, მათი ნაბიჯევი არის უკუსვლა ბევრი იმ კანონით რაც მიიღეს, ასე რომ სანამ წინ არ წავლენ ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ. თუმცა მაქვწ მნიშვნელოვანი სათქმელი ქართველი ხალხისთვის, იმ შემთხვევაშიც კი როცა ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ვეხმარებით ხალხს ბევრი მიმართულებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგვიხარდება, თუ საქართველო მხოლოდ ფურცელზე აღარ იქნება კანდიდატი ქვეყანა, - განაცხადა კოსი 

დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics