05:07 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-27 11:43:09, 2185 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო - დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა - ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს

საქართველოში აშშ-ს საელჩო, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქართველოში აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, ქართველ პარტნიორებთან ერთად იხსენებენ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღო.

“დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა.

სოხუმის დაცემა მოხდა 1993 წლის 27 სექტემბერს, რაც გახდა აფხაზეთის ომის (1992-1993) ყველაზე ტრაგიკული და გარდამტეხი თარიღი. ამ მოვლენით დასრულდა 13 თვესა და 13 დღეს მიმდინარე მძიმე სამხედრო კონფლიქტი, რის შედეგადაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics