|
2026-09-25 23:15:10, 1934 ნახვა
პოლიტიკა
ალიევის რეჟიმის მუქარა საქართველოს- არაა რეკომენდებული, რომ საპატრიარქო სომხეთის ეკლესიის გზას გაყვეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის "აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება". ამის შესახებ სამინისტრომ აზერბაიჯანულ გამოცემას, APA-ს განუცხადა. "აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელებით წარდგენა დაუშვებელია. აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულების გამოვლენა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რომელიც ტერიტორიულ პრეტენზიებს მოიცავს, სწორედ ამ თვალსაზრისით არის გაუგებარი. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა დაწესებულებებმა თავი შეიკავონ მიდგომებისგან, რომლებმაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ისტორიული მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები შესაძლოა დააზიანოს. ამ მხრივ არ არის რეკომენდებული, რომ საქართველოს საპატრიარქომ სომხეთის ეკლესიის ცნობილი მიდგომები გაიმეოროს და მის გზას გაყვეს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული მემკვიდრეობისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია". - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო "გადაუდებელ რეაგირებას" მოითხოვს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, მიმდინარეობს ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაცია, ასევე არქეოლოგიური გათხრები. როგორც საპატრიარქო წერს, "ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე". მათი განცხადებით, აღნიშნულ ქმედებებზე აზერიბაჯანის შესაბამისი უწყებებისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. საპატრიარქო მოითხოვს, დადგინდეს რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ. ფოტოებში, რომლებიც საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული, ჩანს, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შიდა და გარე სივრცეები გადათხრილია და ე.წ. მანიშნებელი, სპეციალური ლენტია გავლებული.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)