|
2026-09-24 18:20:50, 2263 ნახვა
პოლიტიკა
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის, დიმიტრი სამხარაძის მამა, ვიტალი (იმერელი) სამხარაძე, რომელიც მევიოლინეა 4 სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სოლო კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 164 750 ლარს მიიღებს. დიტო სამხარაძის მამამ 3 ქალაქში სოლო კონცერტები უკვე ჩაატარა. ქუთაისში, ხარაგაულსა და წყალტუბოში გამართული კონცერტებიდან მან ჯამში 133 500 ლარი მიიღო. სამხარაძის მევიოლინე მამას 4 მაისს ქუთაისში ჩატარებულ სოლო კონცერტში ანაზღაურების სახით 58 500 ლარი გადაუხადეს. 29 მაისს, ვიტალი სამხარაძემ კონცერტი ხარაგაულში გამართა და ანაზღაურება აქ 20 000 ლარი მიიღო. წყალტუბოში 22 სექტემბერს გამართულ კონცერტში კი მას 55 000 ლარი გადაუხადეს. შესყიდვების პორტალის მიხედვით, დიმიტრი სამხარაძის მამის კონცერტი ასევე არის დაგეგმილი ჭიათურაში, 26 სექტემბერს, სადაც მას 31 250 ლარს გადაუხდიან.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)