|
2026-09-21 13:09:57, 1726 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი – გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ყველა ვართ
გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი მაშინ ყველაზე, მათ შორის სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, სიმპატია გამოეხატათ იმ ძალების მიმართ, ვინც საქართველოს მტრობდა, – ამის შესახებ, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ამაში რამე სიახლე იყო? არ ვხედავდით მაშინ, რა შევარდნები იყო გვერდებზე, „ფეისბუქის“ თუ სოცმედიის სხვა გვერდებზე და იძულება, რომ აბა ეს თქვი, ის თქვი. ამ ადამიანმა ეს თქვა, რომ იყო წნეხი. ამის საპასუხოდ რა ვნახეთ, რითი უარყო შემდეგ გამოხმაურების დროს ამ ძალამ, რომელიც მაშინ წნეხს ახორციელებდა, რითი უარყვეს ეს ბრალდება, რომ იყო წნეხი – წნეხით. ანუ, ვნახეთ გაორმაგებული თავდასხმა გველესიანზე, ვნახეთ გინება, ყველანაირი შეურაცხყოფა, კამპანია, რომელშიც ისევ იგივე ხალხი ჩაერთო. „ნაცმოძრაობა“ და ის ჯგუფი, რომელიც ემოციურად დაზიანებული ხალხი არიან, ვხედავთ მათ ქცევას სოცმედიაში თუ რეალურ ცხოვრებაში. ასე რომ, თავადვე, საკუთარი გამოხმაურებით და იმის მცდელობით, რომ უარყოფა ყოფილიყო, რომ წნეხი არ იყო – უარყოფას შეეცადნენ ასევე წნეხით. ეს არის მთელი აბსურდი. კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი საზიზღარი ბუნება, რომ შეუძლიათ, ადამიანს თავს დაესხან იმის გამო, რომ ადამიანს რაღაც სხვა მოსაზრება აქვს მათი მოსაზრებისგან განსხვავებული. თავისიანებსაც ასე ექცევიან ხოლმე, როდესაც ერთი ნაბიჯით გვერდზე გავლენ. ამას თავისი ახსნა აქვს. ბაბლს რომ უწოდებენ საკუთარ თავს ხანდახან, სინამდვილეში ეს ბაბლი, ეს ტერმინი შემოტანილია იმისთვის, რომ შეალამაზონ არსი ამ ერთობისა, რომ სინამდვილეში ეს არის ფსევდორელიგიური სექტა“,- განაცხადა პაპუაშვილმა. გველესიანმა აღნიშნა – „2024 წელს საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის. ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ“.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)