|
2026-09-21 13:05:05, 1621 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი – ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების თუ ადამიანების დასაფინანსებლად გამოიყენება
ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების თუ ადამიანების დასაფინანსებლად გამოიყენება, ეს ცივილიზაციური უფსკრულია, რაზეც აშშ ევროკავშირს ესაუბრება. – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერა ისევ გრძელდება. „მათ შორისაა ბახმაროს შეხვედრა, არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, არათუ ჭკუა ისწავლეს და დასკვნები გამოიტანეს, არამედ ზუსტად ისევ გრძელდება რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში. ევროკავშირის ფული როდესაც ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება, როგორც ვნახე, ეს ადამიანი ფაშისტური შეძახილების ავტორია, ფაშისტური სლოგანების ავტორები როდესაც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულიდან, ეს არის საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის წახალისება. აი, ეს არის ფაქტი. ვხედავთ, რომ ევროკავშირის, ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ცივილიზაციური უფსკრული, რაზეც აშშ ესაუბრება ევროკავშირს, იმის გამო, რომ ოღონდ შენს პოლიტიკურ მიზანს მიაღწიო სხვა ქვეყანაში და პირდაპირ აფინანსებ ექსტრემისტებს, რადიკალებს და ფაშისტური იდეოლოგიების დამამკვიდრებლებს. ეს უნდა მივიღოთ ფაქტად. იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს ამ საკითხზე გამოხმაურება ექნება, რადგან ბრიუსელს არ აინტერესებს ქართველი ხალხის რეაქცია, პოზიტია. მათ აქვთ განსაზღვრული დღის წესრიგი – საქართველოში დესტაბილიზაცია, რაც ვნახეთ 4 ოქტომბრის დამხობის მხარდაჭერაში კომისიის პრესსპიკერის მხრიდან. ასე რომ, ამ გეგმას მიჰყვებიან. არ ადარდებთ აქ რა მოხდება, როგორც 4 ოქტომბერი არ ადარდებდათ, სისხლისღვრას რომ გადავურჩით. იმ სისხლისღვრას, რომელზეც საქართველოს 7 ათასი მოქალაქე მიდიოდა. სისხლისღვრაზე რომ მიდიოდნენ, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკომისიამ. ეს არის ფაქტი, რომ ევროპული ფულით, ამ ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშისტური იდეოლოგიის დამამკვიდრებლების დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)