|
2026-09-19 14:53:57, 2620 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი. მინისტრის თქმით, არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა გართულება ან მოსალოდნელი რისკი. „გამოძიება როდესაც მიმდინარეობს, საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან გამოძიება არის ამ გარემოების დადგენის ყველაზე კარგი, მაღალკვალიფიციური ინსტრუმენტი. წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ, ეს ტალღა, რომელიც არსებობდა, 100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც რაღაც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა, არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი. საბედნიეროდ, მშვიდად ჩაიარა ამ ყველაფერმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა იქნეს ყურადღებით გამოძიებული ყველა ეს გარემოება, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ბუნებრივია, რომ გამოძიება აბსოლუტურად სრულფასოვნად ჩატარდება, ყველაფერი კეთდება ამისთვის და ამ სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება, რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისმგებლობა, ვისაც ბრალი მიუძღვის. ყველა მკაცრი მოქმედება განხორციელდება, რაც სამართლებრივთან თავსებადი იქნება, იქნება ეს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ კონკრეტულ პირთა პასუხისგებაში მიცემა. არ მგონია, რომ დიდხანს გასტანოს ამ გამოძიებამ, ძალიან სწრაფად შეიძლება, რომ ყველაფერზე პასუხი გვქონდეს. ასეთია ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)