|
2026-09-18 19:10:57, 2261 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი: მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევას
ევროკავშირი არ ცნობს კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, მათ შორის ბოლოდროინდელ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგები ბათილია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. „ევროკავშირი მკაცრად გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსი თანამდებობის პირის დანიშვნას საქართველოს ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტად, გმობს ე.წ. „ალიანსის გაღრმავების შეთანხმების“ ხელმოწერას 2026 წლის 9 მაისს და მკაცრად გმობს რუსეთის მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს თავისი კონტროლი სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში ჩართვით“. ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და წარმოადგენს ნაბიჯებს რუსეთის მიერ ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონის მომავალი უკანონო ანექსიისკენ. ასეთი ქმედებები სისტემატურად ამყარებს დაყოფას, საფრთხეს უქმნის რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას და სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალს. „ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის მეშვეობით. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში. ბრიუსელმა დასძინა, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)