05:23 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-17 13:22:38, 1852 ნახვა

პოლიტიკა
ქართული ოცნება გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება.

ქართულმა ოცნებამ სააგენტო გასული წლის თებერვალში შექმნა - მისი მიზანი უნდა ყოფილიყო "საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სააგენტო "მილევად რეჟიმშია".

"NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა.

NGO, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს NGO- ები თავის დროზე.

ერთი საუკუნის წინ NGO- ები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და NGO-ებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ NGO- ები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება", - თქვა მან. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics