|
2026-09-17 12:06:40, 1341 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი
იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი ვერ თქვეს ხელისუფლებაზე იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და მისი წესები. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობ. [...] იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ასეთ საუბრებს, სპეკულაციებს არასდროს აქვს ხოლმე რაიმე შედეგი. დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, კონკრეტული ბრალდებით, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მოუხდა ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში. კორუფცია არის ძალიან ცუდი და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და ეს ბრალდება შემდეგ არის დადასტურებული, ამას ვერანაირად ჩამოიწმენდ განცხადებებით თუ წერილებით. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. [...] იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს სუფთად.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)