|
2026-09-16 14:16:41, 7275 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
უკრაინის პრეზიდენტმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა ამ კვირაში ორჯერ სცადეს ვოლოდიმირ ზელენსკის მგზავრობისას თვითმფრინავზე თავდასხმა. ზელენსკის თქმით, პირველი მკვლელობის მცდელობა ერთი კვირის წინ მოლდოვაში მოხდა. ამის შესახებ მაშინ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაური კიშინიოვიდან ოსლოში ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვაზე უნდა გაფრენილიყო. „ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი მოლდოვაში იმყოფებოდა, ამიტომ მათ [რუსებმა] მოლდოვას შეუტიეს. როდესაც სახლში დავბრუნდით, ისევ კიშინიოვის გავლით, იგივე გააკეთეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, მეორე ინციდენტი მისი უკრაინაში დაბრუნებისას „რამდენიმე დღის შემდეგ“ მოხდა. ერთი ან ორი დრონი, წინას მსგავსად, მოლდოვას საჰაერო სივრცეში შევიდა. CBS აღნიშნავს, რომ ეს ინციდენტი აქამდე არ იყო დაფიქსირებული. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, თუ როდის მოხდა საპრეზიდენტო თვითმფრინავზე მუქარის მეორე მცდელობა და არც სხვა დეტალები მიაწოდა. მოლდოვამ, თავის მხრივ, 12 და 14 სექტემბერს რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ განაცხადა. მეორე ინციდენტის შემდეგ, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის დელეგაციის ყველა წევრი უსაფრთხოდ იყო და თავდასხმის მცდელობის დროს გაურკვეველი იყო, იყო თუ არა ეს განზრახ. ზელენსკის თქმით, რუსეთის ასეთი ქმედებები მისი და სხვა უცხოელი ლიდერების დაშინების რუსული სტრატეგიის ნაწილია. 13 სექტემბერს რუსეთმა პოლონეთის საზღვართან ახლოს, იაგოდინის სადგურზე უკრაინულ ლოკომოტივს შეუტია. კიევი მიიჩნევს, რომ თავდასხმის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი იყო, რომელსაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის უსაფრთხოების მრჩევლები და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადაჰყავდა. თავდასხმის დროს მატარებელში ასევე იმყოფებოდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრეუსი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმასთან დაკავშირებით დამახასიათებელი კომენტარი გააკეთა: „დასავლელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა ფხიზელი უნდა შეაფასონ ასეთი მოგზაურობების რისკები“.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)