|
2026-09-16 13:27:55, 1318 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა
რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი მოკვდა. ზაფხულში მან რუსეთის პრეზიდენტისგან გმირის წოდება მიიღო, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინს "კონსტანტინოვკის აღების" შესახებ მოახსენა. გენერალ-მაიორის სიკვდილი სპეციალური დანიშნულების რაზმ ახმატის მეთაურმა აფტი ალაუდინოვმა დაადასტურა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია ოფიცრის გარდაცვალების გარემოებები. "ნამდვილი მამაკაცი, ნამდვილი ოფიცერი და თავისი სამშობლოს დიდი პატრიოტი", - დაწერა მან Telegram-ზე. არსებული ცნობებით, ანტონ გრუნისი უკრაინის ომში, ფრონტზე დაიღუპა, სავარაუდოდ, იმ ძალების მოქმედების ზონაში, რომლებსაც მეთაურობდა, თუმცა კონკრეტულად სად და როგორ - დაზუსტებული მაინც არ არის. რუსული წყაროები წერენ, რომ ეს დეტალები არ საჯაროვდება. გენერალ-მაიორის ბიოგრაფიაში საქართველოსთან კავშირიც არის სამხედრო სამსახურის კუთხით. კერძოდ, ხელმისაწვდომი ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, ანტონ გრუნისი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. რუსულენოვან ბიოგრაფიულ წყაროებში პირდაპირ წერია, რომ მას კავლილი აქვს "ომი საქართველოსთან". ამასთან, ის მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში, მოგვიანებით კი მსახურობდა სირიაში, ყირიმსა და უკრაინაში.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)