|
2026-09-16 12:58:53, 2173 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
3 ოქტომბერს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საერთაშორისო AI კონფერენციას „Crossroad AI“ ჩაატარებს, რომელიც ქართველ და უცხოელ AI პროფესიონალებს, ინჟინრებს, მკვლევრებს და ტექნოლოგიურ ლიდერებს გააერთიანებს. თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით AI ეკოსისტემის განვითარების მოწინავე ბრენდია საქართველოში და AI განათლების მთავარი მხარდამჭერი. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Crossroad AI-ს მხარდაჭერაც, კონფერენცია რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს ხვდება და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი იქმნება. წლევანდელი Crossroad AI-ის მთავარი თემაა, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, მათ შორის დეველოპმენტს, პროდუქტების შექმნას და ზოგადად, კომპანიებში კორპორატიულ ფუნქციებს. კონფერენციაში 20-მდე საერთაშორისო და ქართველი სპიკერი წამყვანი AI კომპანიებიდან მიიღებს მონაწილეობას. სპიკერები გააზიარებენ რეალურ გამოცდილებას — რა მუშაობს დღეს და როგორ იცვლება AI-ის განვითარებასთან ერთად ინჟინრების, პროდუქტის გუნდებისა და მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა. მოწვეული სპიკერები იქნებიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორიცაა: Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.
კონფერენციას ორი Builders და Applied მიმართულება ექნება. Builders მიმართულებაზე განხილული იქნება AI-ზე დაფუძნებული დეველოპმენტი, AI აგენტები, ღია მოდელები, ხმოვანი AI, AI-enabled SDLC პროცესები და რეალურ პროდუქტებში AI-ის დანერგვა. Applied მიმართულებაზე კი სპიკერები ისაუბრებენ AI-ის გამოყენებაზე პროდუქტის მართვაში, ბიზნესპროცესებში და AI ტრანსფორმაციის მართვაზე ორგანიზაციებში. კონფერენციის ფარგლებში მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის ჩატარდება პრაქტიკული ვორქშოფებიც. ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე. ახალი თიბისის ბარათით, ახალი თიბისის კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ბილეთის შეძენისას მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ AI-ის მიმართულებით თანამედროვე ცოდნა, განივითარონ შესაბამისი უნარები და ჩაერთონ ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)