12:19 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-16 11:29:48, 247 ნახვა

პოლიტიკა
ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ვიცოდით

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ მათთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დახარჯულა, რადგან "სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე".

"პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე.

განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.

ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. 

ეს განცხადება დეკანოზმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 13 სექტემბერს ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო რუსთავი 2-ის ეთერში დებატების დროს კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა:

"თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 000 დაიხარჯა. იქ ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: თბილისში დიუშენის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სვიატოშინის რაიონში საწყობი დაიწვა, დაშავდა ერთი ადამიანი
Ad Black Sea 2026-ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics