|
2026-09-15 18:25:35, 2142 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
პარტია “ქართული ოცნების“ 16- მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მხარი დაუჭირეს ექს პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც აქციებთან დაკავშირებულ კანონებში 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს. მათ შორის არიან: თეა წულუკიანი, ირაკლი კირცხალია, გურამ მაჭარაშვილი, ვახტანგ თურნავა, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გივი ჭიჭინაძე, გიორგი ჭყონია, ეკა სეფაშვილი. კანონპროექტს „ქართული ოცნებიდან“ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „პუბლიკამ“ რამდენიმე დეპუტატთან დარეკვა სცადა შეკითხვით, რა გახდა მათი მხარდაჭერის მიზეზი. მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. უმრავლესობის წარმომადგენლების პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გიგა ფარულავამ წარადგინა. წარდგენის დროს დეპუტატებს შეკითხვები არ დაუსვამთ. გამოსვლით ისარგებლა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ. „ასე მინავლებული ხმით რამდენიმე ტყუილი ადამიანმა თქვას, მხოლოდ ალბათ გახარიელს თუ შეუძლია, იმ გახარიელს, რომელიც 2021-25 წლებში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასთან კავშირი შეკრა ურყევი“, – განაცხადა გორდულაძემ. კენჭისყრის დაწყებამდე შალვა პაპუაშვილმა ორჯერ გაუსვა ხაზი, რომ კენჭსაყრელად გამოჰქონდა პარტია „საქართველოსთვის“ პროექტი:
კადრებში, რომელიც “პირველების“ საპარლამენტო ოპერატორნმა გადაიღო, ჩანს, რომ დეპუტატები კენჭისყრის დროს ტელეფონს სქროლავენ, რაც აჩნეს განცდას, რომ მათ საკითხი აერიათ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)