|
2026-09-15 16:20:35, 2071 ნახვა
საზოგადოება
რეზო გიგინეიშვილმა მხარი დაუჭირა სინდისის პატიმარ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს
ქართველმა რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა გამოაქვეყნა შეტყობინება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად, რომელიც „საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევისთვის“ პატიმრობას იხდის. ჭიჭინაძე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. ის მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებში, რომელიც მოჰყვა ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. რეჟისორმა თავის პოსტს თან ახლდა მოსაზრებები სახელმწიფოსთვის კულტურის მნიშვნელობასა და ხელოვანების როლზე მის განვითარებაში. „დღეს მე თავს მოკავშირედ ვგრძნობ იმ მსახიობების მიმართ, რომლებიც ასე დახვეწილად ვიბრირებენ და სამყაროს ასეთი მგრძნობელობით აღიქვამენ. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს, დედისა და ოჯახისგან განშორებას. თუ ჩემი ზოგიერთი კოლეგა ვერ ხედავს ოთახში არსებულ სპილოს, ეს მათი არჩევანია. მაგრამ მეც მაქვს უფლება, გამოვთქვა ჩემი აზრი“. გიგინეიშვილის თქმით, ხშირად ხელოვანები არიან და არა პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები ან აკადემიკოსები, რომლებიც სხვებზე ადრე გრძნობენ საფრთხის მოახლოებას: არა იმიტომ, რომ მათ აუცილებლად მეტი იციან, არამედ იმიტომ, რომ მათი პროფესია და ბუნება განსაკუთრებულ მგრძნობელობას მოითხოვს. „მსოფლიო ქვეყანას მისი კულტურით იცნობს. სწორედ კულტურა ხდის ხალხს, კონკრეტულ მიწაზე მცხოვრებ ადამიანთა თემს, ამოსაცნობს. ეკლესიები, ფრესკები, მუსიკა, ლიტერატურა, კინო და მხატვრობა ავლენს ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. საქართველომ ტურიზმი თავის განვითარების ერთ-ერთ მთავარ სფეროდ აირჩია. შესანიშნავია, თუ ტურიზმი კულტურასაც მოიცავს. მაგრამ როდესაც ქვეყნის მიმზიდველობა მხოლოდ რესტორნებით, კაფეებით, სასტუმროებით და გაყიდული უძრავი ქონების კვადრატული მეტრით იზომება, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანს ვკარგავთ“, - წერდა რეზო გიგინეიშვილი.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)