05:29 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-15 12:24:31, 1248 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

ივანიშვილის კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. 

"დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე, მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, როგორც მოგეხსნებათ.

ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის, წლების მანძილზე იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე.

ასევე ის გახლდათ წლების განმავლობაში ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებასაც.

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი.

მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ, რომ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა.

მე ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი მაია იქნება ძალიან წარმატებული კულტურის მინისტრი" - განაცხადა კობახიძემ.

28 ივლისს ივანიშვილის კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მისი სახელით სოციალურ ქსელში, კულტურის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა. 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics