|
2026-09-15 09:52:20, 1121 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე -ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია
ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტული „რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა. მისი შეფასებით, ქსენოფობია ზოგადად და კონკრეტულად რუსოფობია არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. „ცნება რუსოფობია კი არ უნდა მოკლათ, რუსოფობია უნდა მოვკლათ ჩანასახშივე საქართველოში. რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობიის ყოველგვარი გამოვლინება ქართველებისთვის არ არის ორგანული. ჩვენ ვართ განთქმული ისტორიულად სტუმარ-მასპინძლობით, ტოლერანტული დამოკიდებულებით უცხოელის მიმართ, უცხო ადამიანის მიმართ. ეს არ არის ორგანული ჩვენთვის. 2008 წელს უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია, თუ ოდესმე შეიძლება ეს გაჩენილიყო, როდესაც 1 თვის წინ და 1 წლის წინ 400-ზე მეტი ადამიანი მოგიკლეს, განხორციელდა ოკუპაცია, 30 000 კაცი გამოგიდევნეს. ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია ხომ მაშინ უნდა ყოფილიყო. მაშინ არავის არ გაუპროტესტებია რუსი ტურისტი იმიტომ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა იყო. ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე - მთავარი რუსოფობები - გამოდიოდნენ და სიამაყით ამბობდნენ, როგორი გახურებული ტურიზმი გვქონდა რუსეთთან, როგორი გახურებული ბიზნეს ურთიერთობები გვქონდა. დღევანდელი გამოგონილი რუსოფობები, ხელოვნურად გარუსოფობებული ადამიანები. ამიტომ ვამბობთ, რომ რაღაცები ხელოვნურად შეგიძლია დაალაგო. როგორც აფხაზებში დაალაგეს ხელოვნურად ქართველოფობია, ანალოგიურად ჩვენთანაც არის ძალა, უცხოური ძალა, რომელიც ხელოვნურად ალაგებს ქსენოფობიას კონკრეტულად ამ შემთხვევაში რუსოფობიის სახით. ამას აქვს ორი მიზანი: პოლიტიკური პრობლემების შექმნა, ესკალაციის გამოწვევა და მეორე - ეს არის ეკონომიკური პრობლემების შექმნა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)