|
2026-09-12 16:43:05, 1921 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩია: რას არ აბრალებდით ბარამიძეს და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეთ?!
"თავისუფალი ხალხის პარტიის (გირჩი)" თავმჯდომარე და გადაცემა "საქართველოს დაბადების" ავტორი იაგო ხვიჩია გიორგრი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა. "რას არ აბრალებდით ბარამიძეს და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეთ?! ... რა მუხლით დაიჭირეს?!...რა შუაშია, სამშობლოს ღალატი - ასეთი დეფინიცია არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არანაირი სხვა ბრალდება არ გქონდათ რეალური ბარამიძის მიმართ. ყველა უხერხულობაში ჩააგდეთ, ვეტერანებს სარჩელი დააწერინეთ საკუთარ კოლეგაზე...ციხეში რას გააქანეთ კაცი... ზოგადად, ვითხოვ ხელი არ შემეშალოს საკუთარი გადაცემის გაკეთებაში. ბარამიძის სამშობლოს ღალატი ჩემს გადაცემაში არაფერში არ წერია და ეს არის ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი. გაიძახოდით "სისხლიანი ნაცებიო" და ბოლოს გამოვიდა 32 წლის წინანდელი ამბავი რომ მოყვა კაცმა მაგის გამო დაიჭირეთ. როგორც საპროკურორო საბჭოს წევრს მაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ რაღაცის მოყოლის გამო კაცი გაასამართლო სამშობლოს ღალატზე და არა იმის გამო რაც ჩაიდინა და არ ჩაიდინა. რაღაცა კაცმა 32 წლის შემდეგ მოყვა და საბოტაჟზე ასამართლებთ, უბრალოდ აბსურდია. როგორც საპროკურორო საბჭოს წევრს მინდა, რომ პროკურორი, ვინც ამაში მონაწილეობს საჯაროდ გამოვიდეს დისკუსიაში - რას ედავება, რომელი მუხლით და რადგან ამ საქმეში საჯარო იყო ყველაფერი, ეს ამბავი გაირჩეს საჯაროდ. ზუსტად ვიცი პროფესიულად, ვერც ერთი პროკურორი დედამიწის ზურგზე მე ვერ ამიხსნის, რომ რაც ბარამიძემ თქვა, იმას რაიმე კავშირი აქვს სამშობლოს ღალატთან", - თქვა იაგო ხვიჩიამ შალვა რამიშვილთან ინტერვიუში. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა მას "სამშობლოს ღალატს ანუ საბოტაჟს" ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლებით მიმდინარეობს.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)