20:09 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-12 01:19:54, 30356 ნახვა

Lifestyle
ნორვეგიის პრინცესა ასტრიდი ძმის დაკრძალვიდან მეორე დღეს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

ნორვეგიის პრინცესა ასტრიდი (Princess Astrid, Mrs. Ferner), მეფე ოლავ V-ის მეორე ქალიშვილი და გარდაცვლილი მეფე ჰარალდ V-ის უფროსი და, 2026 წლის 11 სექტემბერს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება ნორვეგიის სამეფო სასახლემ გაავრცელა.

პრინცესა ასტრიდი ძმის, მეფე ჰარალდის დაკრძალვიდან სულ რაღაც ორ დღეში გარდაიცვალა, სადაც მან თავისი ბოლო საჯარო გამოჩენა შეასრულა. ნორვეგიის ახალმა მონარქმა, მეფე ჰააკონ VIII-მ, პატივი მიაგო თავის მამიდას და აღნიშნა, რომ პრინცესა ასტრიდი მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე სამეფო სახლს თბილად და ერთგულად წარმოადგენდა.

 1954 წელს დედის, გვირგვინოსანი პრინცესა მერთას გარდაცვალების შემდეგ, სულ რაღაც 22 წლის ასაკში, ასტრიდმა ქვეყნის პირველი ლედის მოვალეობები შეითავსა. მან ეს როლი 14 წლის განმავლობაში, 1968 წლამდე შეასრულა, სანამ მისი ძმა, ჰარალდი სონია ჰარალდსენზე დაქორწინდებოდა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics