20:20 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-11 19:42:30, 13308 ნახვა

სხვადასხვა
თურქი DJ-ის თბილისში დაგეგმილი კონცერტი, ოკუპირებული სოხუმში ვიზიტის შემდეგ, გაუქმდა

გაუქმდა თბილისში დაგეგმილი კონცერტი, რომელზეც უნდა დაეკრა ბერატ მერტ დემირს - თურქ DJ-ს, რომელიც აგვისტოში ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციისა და შექმნილი ვითარების გამო, ღონისძიების გაუქმება გადავწყვიტეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შესაძლო პრობლემა და სიტუაციის შემდგომი გართულება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ამ დროისთვის ბილეთების გაყიდვა შეწყვეტილია. ორგანიზატორთა ინფორმაციით, უკვე გაყიდული ბილეთების თანხა მომხმარებლებს სრულად დაუბრუნდებათ.

Live-კონცერტი თბილისში 25 სექტემბერს უნდა გამართულიყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics