20:28 - 11 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-11 19:34:13, 252 ნახვა

დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ბარამიძე

თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მაღალჩინოსანი, გიორგი ბარამიძე.

იგი „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააპატიმრეს: „არ გრცხვენიათ“? - მიმართა მან სამართალდამცავებს დაკავებისას.

პროკურატურამ გიორგი ბარამიძის მიერ გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო „სამშობლოს ღალატის“ მუხლით.

„ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის“, - ამბობს გიორგი ბარამიძე მისი მეუღლის ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში, სამართალდამცავების გარემოცვაში.

„არ გრცხვენიათ თქვენ, მაგას რომ მეუბნებით“? - მიმართა მან პროკურატურის წარმომადგენლებს.

„არა“, - უპასუხა ერთ-ერთმა. „ჩვენ ვიძიებთ საქმეს“.

რამდენიმე წუთში პოლიტიკოსს ხელბორკილები დაადეს, - იმის მიუხედავად, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, - და სახლიდან წაიყვანეს.

პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობაში" „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს.

მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
ხატია დეკანოიძე ბარამიძის დაკავებაზე- ამ სიგიჟეში აცხოვრებს ხალხს ივანიშვილი
ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება რუსული, თავხედური ცინიზმია
კოალიცია ცვლილებისთვის- რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული, ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics