|
2026-09-07 12:24:42, 24485 ნახვა
კულტურა
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
ბაზისბანკის სპონსორობით, 11 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის მასშტაბურ საოპერო გალას უმასპინძლებს. “Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი” გამორჩეული კულტურული პროექტია, რომელიც გააერთიანებს საოპერო მუსიკის, თეატრალური დადგმის, ცოცხალი თხრობისა და უნიკალური საარქივო მასალის სინთეზს. საღამოს თანაავტორი და წამყვანია ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც მაყურებელს უამბობს ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე - მათ პირველ შეხვედრაზე, მეგობრობაზე, სცენურ წარმატებებზე, განშორებასა და იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც ქართულ კულტურას დაუტოვეს. საოპერო გალას სპეციალური სტუმარი იქნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომლის საერთაშორისო კარიერა მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებს უკავშირდება. პროექტი “Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი” მაყურებელს ქართული ოპერის გამორჩეულ პერიოდში ამოგზაურებს. გააცოცხლებს ეპოქას, რომელმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას ჩაუყარა საფუძველი. ბაზისბანკი აქტიურად დგას ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროში გამორჩეული ინიციატივების პოპულარიზაციის გვერდით და მხარს უჭერს სფეროს მნიშვნელოვან პროექტებს, რათა ქართულმა შემოქმედებამ ახალი ასპარეზი და აღიარება ჰპოვოს. „Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი“ ა(ა)იპ „ოპერის საწყისები: სარაჯიშვილი & ინაშვილის“ პროექტია, რომლის მიზანია ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენა, ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა და ქართული ოპერის საერთაშორისო კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერება.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)