05:41 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-07 12:15:28, 622 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ღარიბაშვილზე- სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასაცილო და ტრაგიკულია.

„ერთადერთი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, რადგან ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ეს მაკავებს იმისგან, რომ რაიმე სიღრმისეული კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით. მეორე, იმდენად არასერიოზულია ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას. ვინც ავრცელებს ასეთ სიყალბეს, ის დგას ამის უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული. არიან ძალები, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ და ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტულად, კონკრეტული მედიასაშუალებაა. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“, – განაცხადა 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics