|
2026-09-06 08:39:41, 3331 ნახვა
სამხედრო
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამ მიმართულებით წინსვლა განახორციელეს და რუსეთის რამდენიმე შეტევითი მცდელობა ჩაშალეს
ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) 3-4 სექტემბრის მონაცემების ანალიზის შემდეგ იუწყება, რომ ბოლო დღეებში უკრაინულმა ძალებმა ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს ხარკოვის, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში და ჩაშალეს რუსეთის არმიის რამდენიმე შეტევითი ოპერაცია. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მტკიცებები სავარაუდო წარმატებების შესახებ, მათ შორის ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2000 უკრაინელი ჯარისკაცის ალყაში მოქცევაზე, დაუსაბუთებელი და მცდარია. ISW-ის ცნობით, ჩრდილოეთ ხარკოვის რეგიონში უკრაინული დანაყოფები ინარჩუნებენ პოზიციებს და იგერიებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს. თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები ოდრადნესთან (ხარკოვის აღმოსავლეთით) ახლოს, რაც მიუთითებს, რომ ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება, მიუხედავად რუსეთის სამხედროების მიერ მისი აღების შესახებ განცხადებებისა. კუპიანსკის სექტორში რუსულმა ჯარებმა განაგრძეს შეტევა, მაგრამ დადასტურებული წინსვლა არ დაფიქსირებულა. ბოროვსკის სექტორში რუსულმა არმიამ ასევე ჩაატარა შეზღუდული შეტევითი ოპერაციები 3 და 4 სექტემბერს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. მეორეს მხრივ, უკრაინული კონტრშეტევები წარმატებული იყო. დონეცკის ოლქში უკრაინული ძალები სლავიანსკის აღმოსავლეთით დაიძრნენ. რუსმა სამხედრო ბლოგერმა განაცხადა, რომ 4 სექტემბერს ნიკონოვკა (სლავიანსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით) აიღო, თუმცა, ISW-ის ცნობით, ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს. კოსტიანტინოვკა-დრუჟკოვკას სექტორში რუსულმა ძალებმა 3 და 4 სექტემბერს შეტევა დაიწყეს, მაგრამ ვერ მიაღწიეს რაიმე პროგრესს - უკრაინული ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს, რაც ხელს უშლის მტრის მცდელობას წინ წასულიყო კოსტიანტინოვკაში და მის შემოგარენში. პოკროვსკის სექტორში რუსულმა ძალებმაც განაგრძეს შეტევა, მაგრამ ამ დღეებში დადასტურებულ წარმატებას ვერ მიაღწიეს. დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინულმა ძალებმა ნოვოპავლოვკასკენ გაარღვიეს გზა. 3 სექტემბრის ვიდეოჩანაწერის თანახმად, თავდაცვის ძალები კოტლიაროვკას დასავლეთით (ნოვოპავლოვკას აღმოსავლეთით) დაიძრნენ. ზაპოროჟიეს რეგიონში რუსულმა ჯარებმა 3 და 4 სექტემბერს ჰულიაი-პოლიეს მიმართულებით და რეგიონის დასავლეთ ნაწილში შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს, მაგრამ ამ რაიონებში დადასტურებული წინსვლა არ დაფიქსირებულა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)