|
2026-09-03 22:13:47, 2492 ნახვა
სამართალი
ადვოკატი ღარიბაშვილზე- მან კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა და კითხვებიც დასვა
ჟურნალისტებს ღარიბაშვილის ადვოკატმა და ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა განუცხადა, როდესაც ექს-პრემიერმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაიგო, მან კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა და კითხვებიც დასვა. „ირაკლი ღარიბაშვილმა თავისივე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ფაქტები, რაც მისთვის აქამდე იყო ცნობილი და დღესაც, გამოკითხვის დროს იგივე ფაქტები დაადასტურა. რაც განცხადებაში იყო აღწერილი და მითითებული, ირაკლის რატომაც გაუჩნდა ეს კითხვა [ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით], რაც საჯაროდ გამოიტანა, განცხადებაშიც ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული. წყაროზე მას არ უსაუბრია. ირაკლიმ თქვა, რომ როდესაც მას ივლისში მიუვიდა წერილი, სადაც პირველ პუნქტად იყო აღნიშნული დიტო ჩუბინიძე, აინტერესებდა, რატომ იყო მაინც და მაინც დიტო ჩუბინიძე, როდესაც იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მასზე დადებითად საუბრობდნენ. როდესაც ამ წერილის შემდგომ დააკავშირა და გაიხსენა ფაქტები, რომ 12 თებერვალს შეუგზავნეს სტატია და იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ის ხომ არ იდგა ამ სტატიის უკან. ეს ინფორმაცია დააკავშირა და, შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ, როგორც თავადაც აღნიშნა, საუბრის დროს გაიგო სტატიის რესპონდენტის გარდაცვალების შესახებ და ამიტომ, სხვა დეტალებიც საჯაროდ გამოიტანა და ასევე საჯაროდ დასვა კითხვა. მანამდეც, არაერთ მედიაში იყო გავრცელებული ეჭვები მის [ლაზარე ჯორბენაძის] გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ირაკლიმაც დასვა ეს კითხვა“, - განაცხადა ადვოკატმა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას 12 თებერვალს ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით ციხეში შეუგზავნეს გაზეთ „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომერი, რომელშიც ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუა დაბეჭდილი. ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ის ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი დადებითად წარმოაჩენდა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)