01:21 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-02 18:08:30, 2011 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება

ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის „ქოცის“ სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

„ფარცხალაძე თავად ამხილეს მკვლელობის ორგანიზებაში, ახლა ღარიბაშვილი ამხელს კობახიძეს მკვლელობების დაგეგმვაში - უკეთეს შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას აბრალებს.

ასევე, ღარიბაშვილი ამხელს, რომ პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს! - არსებობს წერილები, შეთვლები და ასე წყდება „საქმეები“.

პროკურორ გვარაკიძეს, რომელიც მდინარაძის კადრია, მძიმე რეალობა აქვს - ან ღარიბაშვილის ნათქვამზე დაიწყებს გამოძიებას, ან არა და ფარცხალაძესავით გაიქცევა მოსკოვში, კომუნისტურ პარტიაში.

ამ მოკლე დროში, ან კობახიძემ უნდა დაასწროს და ივანიშვილზე საქმე აღძრას, როგორც მთავარ დირიჟორზე, ან ივანიშვილი უახლოვდება და კობახიძე-მდინარაძეზე ერთი ჩვენების მიმცემი უკვე არსებობს.

სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ რომ სცადოს ბიძინას განეიტრალება.

ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! სისხლიანი, მკვლელი, კაცთმოძულე, ლეშიჭამია ხალხი ჰყავს ივანიშვილს თავმოყრილი ივანიშვილს!

პ.ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მკვლელებს აფინანსებენ და მათთან ერთად ქვეყანას ძარცვავენ ივანიშვილის მთავარი მოკავშირეები - ვანო ჩხარტიშვილი, ძმები ფხაკაძეები, ენუქიძე, წულაიები, ჩიგოგიძე, ობოლაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, პაპაშვილები და ა.შ.

მთავარი კრიმინალური ბანდის მეთაურები, დამფინანსებლები ესენი არიან!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics