05:53 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-31 14:21:02, 836 ნახვა

პოლიტიკა
ფრულავა- ოცნება არის კორუფციული კრიმინალური რეჟიმი, რომელიც სამთავრობო კაბინეტებს არა ხალხის საჭიროების, არამედ პირადი კეთილდღეობის მიხედვით ანაწილებს

„ოცნება“ არის კორუფციული კრიმინალური რეჟიმი, რომელიც სამთავრობო კაბინეტებს არა ხალხის საჭიროების, არამედ პირადი კეთილდღეობის მიხედვით ანაწილებს,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.

„ეს არის კონკრეტული მაგალითი, როდესაც მამუკა მდინარაძე მათთან ერთად იყო, მას კაბინეტი შეუქმნეს მთავრობაში, რომ საკუთარი კეთილდღეობა მოეწყო ქართველი ხალხის ხარჯზე. ახლა აღარ არის მდინარაძე და აღარ იქნება შესაბამისი სამინისტრო. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, ძალაუფლებასა და შემოსავალზე ზრუნავს და არა ქართველ ხალხზე, ქართველი ხალხის საჭიროებაზე. თუ ვინმე არის მოსაშორებელი ჩვენი ქვეყნიდან, სწორედ „ოცნების“ რეჟიმია“.- განაცხადა ლაშა ფარულავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics