|
2026-08-31 11:38:34, 690 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი – გამჭვირვალობის კანონი მტკივნეულია მათთვის, ვისაც გარედან მავნე მიზნები აქვს
პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონი დღემდე მტკივნეულია მათთვის, ვისაც გარედან საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვს. მისი თქმით, კანონმა გამოაჩინა, ვინ დგას გაყალბებული პარალელური დათვლების, ეკლესიაზე თავდასხმისა და ლგბტ პროპაგანდის უკან. „ყველა არეულობის მცდელობაში, დავიწყოთ 2020 წელს გაყალბებული პარალელური დათვლით, რომელზეც ჩვენ მაშინ გარკვეული შეღავათი გავუწიეთ, მათ შორის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებდნენ ISFED-ს და შევეცადეთ, ზედმეტი ესკალაცია არ ყოფილიყო, მათ შორის ჩვენი კომენტარებით, ვნახეთ, რომ, ნაცვლად იმისა, გაეაზრებინათ, თუნდაც USAID-ს, რომელმაც მაშინ იცოდა და აშშ-ის ელჩს, რომელმაც იცოდა, რომ ISFED-ი ყალბ მონაცემებს ავრცელებდა, რომ არ შეიძლება ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება, ნაცვლად ამისა, ვნახეთ, რომ უარესი გააკეთეს სწორედ 2024 წელს. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ 2020 წელს ჩვენ მაინც გვქონდა იმედი, რომ ის ევროპული ორგანიზაციები და ზოგიერთი სახელმწიფო – მათ შორის აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია, გაიაზრებდა 2020 წლის გაკვეთილს და აღარ შეეცდებოდა ქართველი ხალხის ნებაში ჩარევას – 2024 წელს მათ უარესი გააკეთეს. პირდაპირ ელჩები იყვნენ ჩართული არჩევნებში, აფინანსებდნენ პარტიულ საარჩევნო კამპანიას. შეგახსენებთ დანიის საელჩოს დაფინანსებას, როდესაც მთელი კამპანია ჰქონდათ დაფინანსებული და, ნებისმიერი ჩვენი შიდა კომენტარის მიუხედავად, არაფრით არ აჩერებდნენ ამ დაფინანსებას, ვიდრე თავად დანიაში არ იქცა ეს მედიაში სკანდალად, მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტა დანიის საელჩომ დაფინანსება. შემდეგ ვნახეთ, ვისაც აფინანსებდნენ – ეს ხალხი პირდაპირ პოლიტიკაში აღმოჩნდა, ის არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი შემადგენლობით; გარდა ამისა, ის პარტიები, რომელთა კამპანიასაც აფინანსებდნენ. ამიტომ, ეს როლი ნათელია. სწორედ ამიტომაც გახდა საჭირო გამჭვირვალობის კანონის მიღება, ვინაიდან მაშინ ეს ორგანიზაციები, საელჩოები, ქვეყნები ამოფარებული იყვნენ ენჯეოების ზურგს უკან. ჩვენი მოქალაქეებისთვის ჰქონდათ წარმოსახული, თითქოს ესენი არიან ქართული ორგანიზაციები, რომლებიც თავისი დღის წესრიგით მოქმედებენ, სინამდვილეში კი, ყველაფერი იყო დაკვეთა გარედან, როგორც პარალელური დათვლის გაყალბება იყო მაშინ დაკვეთა USAID-ის, შეხვედრებზე გვატყუებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი და საქართველოს ხელისუფლებას ატყუებდა USAID. სინამდვილეში, ეს არის არა ქართული დღის წესრიგი, არამედ გარედან თავს მოხვეული დღის წესრიგი. ამიტომაც ვხედავთ განსაკუთრებულ რეაქციებს. მგონი, კარგი ტესტია, რომელ ქვეყანას, ხელისუფლებას, უცხო ორგანიზაციასაც აქვს განსაკუთრებული, მკვეთრი პოზიცია გამჭვირვალობის კანონზე, ეს ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)