06:01 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-21 13:42:19, 3071 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს

ქართული ოცნების“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გავრცელა. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი მთავრობის მეთაურის განცხადებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის გამო დედაქალაქში უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაადგილება გაძნელდება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია.

კალაძის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე მხოლოდ ასფალტის საფარი არ იცვლება — სრულად ახლდება ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელი, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა. მერმა ბოდიში მოუხადა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და მძღოლებს შექმნილი უხერხულობების, ხმაურისა და საცობების გამო და მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდა.

როგორც „ქართული ოცნების“ მერმა აღნიშნა, ყველაზე რთული ეტაპი სექტემბრიდან დაიწყება, როდესაც სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად საავტომობილო ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მისი თქმით, მერია აქტიურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა ქალაქში სატრანსპორტო დატვირთვა შეძლებისდაგვარად შემცირდეს.

„ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა — ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ.“

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics