|
2026-08-21 13:40:32, 3073 ნახვა
პოლიტიკა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
საწვავის მწვავე კრიზისის ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან AI-92 მარკის ბენზინის მსხვილი პარტია — 960 ტონა საწვავი შევიდა. ტვირთი კომპანია „აფსნი ოილმა“ შეიტანა, რომელიც ადგილობრივად „პოდოროჟნიკის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ფლობს. კომპანიის ცნობით, საწვავი რუსულ „როსნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებშია შეძენილი. აღნიშნული მოცულობიდან 303 ტონა რეალიზაციისთვის სამ სხვა კომპანიას — „აზიდს“, „ალხანსა“ და „სალამანდრას“ გადაეცემა, ხოლო კვირის ბოლომდე მათთვის დამატებით 380 ტონა დიზელის მიწოდებაც იგეგმება. კომპანია „აზიდის“ განცხადებით, რუსეთიდან მიღებული მოცულობა აგვისტოსთვის წინასწარ შეკვეთილი საწვავის მხოლოდ 12%-ს შეადგენს. ამის გამო, AI-92 მარკის ბენზინი მათ ყველა სადგურზეა ხელმისაწვდომი, ხოლო AI-95 — მხოლოდ ნაწილზე. შეიქმნილი დეფიციტის შესამცირებლად კომპანია საწვავის შესყიდვას „ალტერნატიული წყაროებიდან“ — საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აგრძელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიწოდებული საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია, თუმცა ეს აუცილებელი ნაბიჯია ქსელის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ენგურის ხიდის გავლით საწვავის მიწოდებას კომპანია „სოლიდუსი“ ახორციელებს, რომელმაც 18 აგვისტოს მონაცემებით ოკუპირებულ რეგიონში 680 ტონა საწვავი შეიტანა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროცესი გაგრძელდება და დამატებითი ტრანსპორტირება ჰუმანიტარულ პრობლემას მთლიანად აღმოფხვრის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. სახელმწიფო კომპანია „აფხაზტოპმაც“ მიიღო ბენზინის ახალი პარტია, თუმცა გალის რაიონში საწვავის ფასი სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალია და ლიტრზე 130-140 რუბლს აღწევს.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)