|
2026-08-20 12:53:53, 2370 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
მომხმარებლებისთვის სწრაფი და შეუფერხებელი სერვისების მიწოდების მიზნით, თიბისიმ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტთან - Standard Chartered Bank, საკორესპონდენტო თანამშრომლობა დაიწყო. შედეგად, თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, კიდევ უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს საერთაშორისო გადახდების პროცესს. Standard Chartered Bank ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტია, რომელსაც ფართო გლობალური ქსელი და ძლიერი პოზიციები აქვს საერთაშორისო გადახდებისა და საკორესპონდენტო ბანკინგის სფეროში. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობა განსაკუთრებით დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ტრანზაქციებს უცხოელ პარტნიორებთან, ასრულებენ იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს და ჩართული არიან საერთაშორისო ვაჭრობაში. კლიენტებისთვის ეს ნიშნავს:
„თიბისი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლების საჭიროებებს და ქმნის სერვისებს, რომლებიც მათს ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს. თანამედროვე და მოქნილი საბანკო ინფრასტრუქტურა ბიზნესებისთვის ფინანსური ოპერაციების უწყვეტად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამას ემსახურება Standard Chartered Bank-თან საკორესპონდენტო პარტნიორობის გაფორმება. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებელ განხორციელებას, ბიზნესაქტივობის გაძლიერებას საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტთან საკორესპონდენტო ურთიერთობის დაწყება კიდევ ერთი ნაბიჯია თიბისის საერთაშორისო შესაძლებლობებისა და საკორესპონდენტო ქსელის შემდგომი განვითარებისთვის”, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)