|
2026-08-13 15:09:00, 15707 ნახვა
კომენტარი
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
განათლება გამარჯვებაა - გამარჯვება, რომელიც ცოდნით, შესაძლებლობებითა და საკუთარი ძალების რწმენით იწყება. სწორედ ამ ხედვით თიბისი, როგორც ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორებთან ერთად ქმნის გარემოს, სადაც მთელი საქართველოდან, მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ ტექნოლოგიური უნარები და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იასპარეზონ. თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ერთად შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაა. წელს საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაში ინფორმატიკაში 3000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო, რაც ტექნოლოგიური განათლების მიმართ ახალგაზრდების მზარდ ინტერესს აჩვენებს. „განათლება გამარჯვებაა! ეს ჩვენთვის მხოლოდ გზავნილი არ არის; ეს არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა ქვეყნის მომავლის მხარდაჭერას ნიშნავს. გვინდა, თითოეულ მოტივირებულ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლება, გამოსცადოს საკუთარი ძალები და გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში მიღებული ცოდნით მოიპოვოს“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდი. ჰაბის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები ევროპის და მსოფლიოს მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. ევროპის გოგონათა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI) საქართველოს ნაკრებმა 1 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვა, ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI) კი 2 ბრინჯაოს მედალი. განსაკუთრებული შედეგით დასრულდა საქართველოს მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOAI 2026). ქართველმა მონაწილეებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს. თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) მიერ მომზადებული სპეციალური საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, საქართველოს AI ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება ტექ ოლიმპიადების ჰაბში გაიარა. ტექ ოლიმპიადების ჰაბი ასევე მოიცავს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას (IOI), რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტექნოლოგიების კონკურსია. STEM მიმართულებებით ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მხარს უჭერს არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივასაც. მათ შორისაა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის რობოტიკის კლუბი და მისი გუნდის მონაწილეობა ფიბონაჩის რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ოლიმპიადა PLANCKS-ზე და ქართველი მოსწავლეების მხარდაჭერა GENIUS ოლიმპიადაზე. წელს, თიბისის ხელშეწყობით GENIUS ოლიმპიადაზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გაემგზავრა, მათგან ორმა კი საერთაშორისო ასპარეზი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)