16:09 - 11 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-11 14:39:16, 252 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე: სახელმწიფო შეიძენს ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს

ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო შეიძენს მედიკამენტს, რომელიც მისი თქმით, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი "ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტია."

სარჯველაძის განცხადებით, საქართველო იქნება იმ არცთუისე ბევრი ქვეყნის რიცხვში, "რომლებსაც სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი."

"მინდა საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე. 

საქმე ამჯერად ეხება ცისტური ფიბროზის, ან მუკოვისციდოზის იშვიათი გენეტიკური, ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას. 

ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი, წებოვანი ლორწოს წარმოქმნას. დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და იწვევს ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის, სუნთქვის უკმარისობას. 

დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში. 

ამიტომ, უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული. 

სახელმწიფოსა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კომპანია ვერტექსთან, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეიძენს ე.წ გენმოდურატორს სახელწოდებით ტრიკაფტა. 

მინდა აქვე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერმინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ პროცესის მთლიანად მხარდაჭერისთვის. 

ეს მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ე.წ ეფდიეის და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ე.წ ემას მიერ, 2 წლის და უფროსი ასაკის შესაბამისი მგრძნობიარე მუტაციის მქონე პაციენტებისთვის. 

ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს. 

მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირეს და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას. 

რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, აღნიშნული შემცირება საერთო ჯამში 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია უდაოდ არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და შესაბამისი მტკიცებულებებით. 

დღეიდან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა მედიკამენტის დასანერგად, რასაც გავაგრძელებთ კვლავ მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით და რეალურად სექტემბერში დავიწყებთ მედიკამენტების მიწოდების პროცესს. 

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის, გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის, ამ რთული პროცესის ერთად გავლისთვის მათ მადლობა გამძლეობისთვის და მოთმინებისთვის, ყველაფერი ეს გადამწყვეტუ იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის. 

დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანსაღი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ კიდეც." - განაცხადა სარჯველაძემ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: სახელმწიფო შეიძენს ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
მდინარაძე ახალ თანამდებობაზე: არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics