06:43 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-07 12:25:56, 722 ნახვა

პოლიტიკა
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რითაც გამოავლინა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

„ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების ოკუპაციის გაგრძელება და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი კვლავ ძალას ეყრდნობა თავისი ამბიციების განსახორციელებლად.

„უარვყოფთ ძალის გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, - აცხადებს მარგუს ცაჰკნა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics