04:57 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-06 13:02:41, 694 ნახვა

სამართალი
"დაამონტაჟა ფოტოები, მიანიჭა პორნოგრაფიული სახე და გაავრცელა" - დაკავებულია არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით, არასრულწლოვანი თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ღია პროფილებიდან ჩამოტვირთა სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანთა ფოტოსურათები, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დაამონტაჟა, მიანიჭა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების იერსახე და შეურაცხმყოფელ ტექსტებთან ერთად ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს". - წერს უწყება.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics