|
2026-07-24 15:05:25, 1377 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
„საქართველოს ბანკი“, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და მათ სალარო აპარატის ფუნქციით ახალ პოს-ტერმინალს სთავაზობს. ტერმინალი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, სტანდარტული ტერმინალები და სალარო აპარატები ერთი მოწყობილობით ჩაანაცვლოს, რაც მათ ბიზნეს პროცესებს გაუმარტივებს და ხარჯებსაც მნიშვნელოვნად დაუზოგავს. შეთავაზების ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესები, რომლებიც პირველად მოითხოვენ ტერმინალს 2026 წლის 31 დეკემბრამდე, სამი თვით ტერმინალის მომსახურებით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. ამასთანავე, საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე მათთვის 0%-იანი საკომისიო იმოქმედებს. კერძოდ:
„საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ მეწარმეებს ინოვაციური და მათ საჭიროებებზე მორგებული ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პოს-ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით, რომელიც ორ აუცილებელ მოწყობილობას აერთიანებს და მეწარმეებს ოპერაციების უფრო ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ახალი შეთავაზებით, ბიზნესებს დამატებით ვაძლევთ შესაძლებლობას, პირველი სამი თვის განმავლობაში ტერმინალით უფასოდ ისარგებლონ, საქართველოს ბანკისა და სხვა ქართული ბანკების ბარათებზე გადახდები კი 0%-იანი საკომისიოთი მიიღონ (საკრედიტო AMEX ბარათის გარდა). ჩვენ უკვე ვემსახურებით 32 ათასზე მეტ მერჩანტს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის მთავარი პარტნიორია”, - აცხადებს ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, შეთავაზების პირობებით სარგებლობისთვის აუცილებელია ბიზნესს ანგარიში ჰქონდეს საქართველოს ბანკში. 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში. აქციის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)