|
2026-07-23 15:09:23, 1184 ნახვა
პოლიტიკა
TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის
საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექცია, რომელიც შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში ფუნქციონირებს, ელოდება, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოები სამართლებრივ შეფასებას მისცემენ რუს ტურისტ ქალთან დაკავშირებით თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედია TASS-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განუცხადეს. "საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები სათანადო სამართლებრივ შეფასებას მისცემენ სიტუაციას, მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქის აგრესიულ ქმედებებს რუსეთის მოქალაქის მიმართ, რომლის ვიდეოც მედიაში გავრცელდა", - განაცხადეს რუსეთის ინტერესთა სექციაში. ამასთან, რუსეთის ინტერესთა სექციაში განაცხადეს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო, რადგან დაზარალებულ ქალს რუსეთის ინტერესთა სექციისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. დაზარალებულის ადვოკატმა ლალი აფციაურმა TASS-ს დაუდასტურა, რომ დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. მისივე თქმით, მას ასევე აქვს თურქეთის მოქალაქეობა. ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიების მასალების მიხედვით, რუსმა ტურისტებმა სასტუმროს აივნიდან ქორწილის სტუმრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი გადაასხეს მუსიკალურ აპარატურას. ამის შემდეგ, ბრალდების ვერსიით, გიორგი ჭიღლაძემ ერთ-ერთ ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. თავის მხრივ, თავად გიორგი ჭიღლაძეც აცხადებს, რომ ყელის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შემდეგ სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)