07:27 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-22 19:55:38, 1217 ნახვა

პოლიტიკა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) აცხადებს, რომ ქართველი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვახო სანაიას Facebook-ის სტატუსის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების სწრაფი გაუარესების კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ეტაპია საქართველოში.

IPI ხაზს უსვამს, რომ ვახო სანაია პირველი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც სოციალური ქსელის პოსტის გამო დააკავეს. პატიმრობას წინ უძღოდა ჯარიმა, რომელიც ფორმულას ჟურნალისტს ამ თვის დასაწყისში პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ გამოქვეყნებული სარკასტული პოსტების გამო დაეკისრა.

IPI მიუთითებს, რომ ეს საქმე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქართული ოცნების შსს-ში ახლად შექმნილი "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს" ფონზე. ამასთან, აღნიშნავს, რომ ამ სამმართველოს შექმნის შემდეგ, ათეულობით ადამიანი დააჯარიმეს, რამაც გააჩინა შეშფოთება, რომ ეს მექანიზმი გამოიყენება - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დაშინების მიზნით - ამ შემთხვევაში, ხელისუფლების, ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ.

IPI აღნიშნავს, რომ ვახო სანაიას პატიმრობა წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის ჩახშობის, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის კამპანიის კიდევ ერთ საგანგაშო ნაბიჯს.

IPI მოითხოვს ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ახლად შექმნილი "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics