|
2026-07-16 15:34:13, 3401 ნახვა
პოლიტიკა
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. "კომპანია "გრინსერვისი+“-ის უკვე ყოფილმა დირექტორმა საპატიმრო გუშინ დატოვა. ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც ექვს წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს შეეფარდა, "პირველებს" ეუბნება, რომ საპატიმროდან ელექტრონული სამაჯურით გამოუშვეს.
ფურცხვანიძის განმარტებით, ვადაზე ადრე ციხიდან უდოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
"პირველებმა" ფურცხვანიძეს ჰკითხა, იყო თუ ნებართა გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახისგან მის გათავისუფლებაზე ან აპირებს თუ არა მათთან შეხვედრას:
მკვლელი შადრევნის საქმეზე განაჩენი 2023 წლის 10 ივლისს გამოცხადდა - მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ცხრა ბრალდებულიდან ერთი უდანაშაულოდ ცნო, რვას კი პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის გრინ სერვის პლუსის ხელმძღვანელს. ლაშა ფურცხვანიძეს სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა. გიორგი გობეჯიშვილს 4, ვალერი გობეჯიშვილს 3 წელი, ნუგზარ ქიტიაშვილს 3 წელი, დავით თუშიშვილს 3 წელი და 6თვე, დევი კახოიძეს 3 წელი, გიორგი ვახტანგაშვილს 3 წელი , ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წელი, ბექა მურღვლიანს 3 წელი, ხოლო ვალერი გოგიშვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.
"გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)." ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)