|
2026-07-16 13:35:10, 2836 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მათთვისაც საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა საკმაოდ სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძენს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებები, როგორებიცაა უსაფრთხოების სფერო და საგარეო საკითხებთან დაკავშირებული განხილვები. „საქართველო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად, დღეს საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობად იქცა, რომელზეც ალტერნატიულმა გზებმა უნდა გაიაროს. ეს გზები ახლაც გადის, თუმცა მასშტაბი გაცილებით დიდი უნდა იყოს. რასაკვირველია, ეს ორმხრივ ურთიერთობებში განსახილველი ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია. იყო სხვა თემებიც, მათ შორის საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები, ახლახან ამ თემაზე ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. გვახსოვს აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო ძალების თანამშრომლობის ინტენსიური ეტაპი. ეს ყველაფერი საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ამ ურთიერთობებს პოზიტიური განვითარება ექნება. ეს კეთდება არა ვინმეს ნიშნის მოსაგებად ან კეკლუცობისთვის, რომ აშშ-თან ვმეგობრობთ და საერთო პოზიციებს ვავითარებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია და მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, აშშ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. „მარკო რუბიოს მიწვევით მაკა ბოჭორიშვილი ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ფორუმზე ბევრი სხვა ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი და მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი ასევე იქნება მაკა ბოჭორიშვილის დღის წესრიგში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)