07:47 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-15 11:14:50, 994 ნახვა

პოლიტიკა
IPI: უნდა შეწყდეს კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ სამართლებრივი ზეწოლა

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) შეშფოთებას გამოხატავს ტელეკომპანია ფორმულას მიმართ მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო, რაც ინსტიტუტისვე შეფასებით, თავდასხმის კიდევ ერთი მაგალითია.

ორგანიზაციის ეს განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ფორმულა მისთვის "მორალური ზიანის მიყენების გამო" 10 000 ლარით დააჯარიმეს.

IPI-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლება მედიის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ზრდის", ამასთან, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა საქართველოში მედიის თავისუფლების ის ნაწილი მაინც იყოს დაცული, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია.

განცხადებაში ნახსენებია ისიც, რომ ტერმინების გამო კომუნიკაციების კომისიამ 25 ივნისს ტელეკომპანია პირველი, მანამდე კი, ფორმულა დააჯარიმა. 

IPI წერს, რომ 2025 წელს მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება, გააკონტროლოს მიუკერძოებლობის, სიზუსტის, სამართლიანობისა და პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტები, რომლებიც მანამდე ჟურნალისტური თვითრეგულირების სფეროს მიეკუთვნებოდა. ორგანიზაციის შეფასებით, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კომისიას მაუწყებლის ლიცენზიის გაუქმების პროცედურის დაწყებაც შეუძლია.

ამასთან, ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ფორმულას წინააღმდეგ დაწყებული "ცრუ დასმენის" მუხლით სისხლის სამართლის გამოძიების გამო. ორგანიზაცია მოითხოვს, შეწყდეს გამოძიება, დაცული იყოს ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობა და ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული ან არაპროპორციული სანქციების გამოყენებისგან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics