|
2026-07-13 12:18:57, 2119 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციას აბსურდულს უწოდებს. „არსებობს ცნობილი გამონათქვამი - „რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე". ეს გამონათქვამი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის" მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა", - განაცხადა კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებები, ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ „დიპ სტეიტის" არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს. „მინდა ასევე შეგახსენოთ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის გამონათქვამები - „ან ჩვენ გავანადგურებთ დიპ სტეიტს ან დიპ სტეიტი გაანადგურებს ამერიკას"; „ჩვენ გვსურს ბრიტანული დიპ სტეიტის ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველი და ფესვგადგმულია". ტრამპისა და ტრასის ეს სკანდალური განცხადებები, აგრეთვე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ „დიპ სტეიტის" არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს. ამ ფონზე, ლოგიკურია ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი და ზოგადად, ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებების უმრავლესობა ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ სწორედ „დიპ სტეიტის" წინაშე; შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკაც მთლიანად არაფორმალურ ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი", - განაცხადა მან.
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)