|
2026-07-10 15:12:37, 2390 ნახვა
საზოგადოება
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
„ასკანგელ ალიანსი“ საქართველოში ბენტონიტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ადგილობრივ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ყიდის. კომპანიის საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარეობს და აერთიანებს ბენტონიტისა და ცხოველების ჰიგიენური მოვლის შემავსებლების წარმოებას. ბენტონიტი მრავალფუნქციური ბუნებრივი მასალაა, რომლის მთავარი უპირატესობა მაღალი შთანთქმის უნარია, რაც მას სხვადასხვა ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან ნედლეულად აქცევს. შესაბამისად, ბენტონიტი აქტიურად გამოიყენება მეტალურგიაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით პროექტებში, ღვინის ფილტრაციასა და შინაური ცხოველების მოვლის პროდუქტების წარმოებაში. პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 14 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, საიდანაც 2,5 მილიონ აშშ დოლარამდე თიბისის დაფინანსებაა. გურიაში მოპოვებული ბენტონიტი, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ეს აძლევს კომპანიას შესაძლებლობას, კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო მწარმოებლებს და პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანოს. „ასკანგელ ალიანსის“ პროდუქცია იყიდება პოლონეთში, გერმანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. „ასკანგელ ალიანსის“ ისტორია გურიაში 2016 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ ბენტონიტის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო ააშენა. ქარხანა გერმანული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სხვადასხვა დანიშნულების ბენტონიტურ პროდუქტს აწარმოებს. ბოლო პერიოდში კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კატის საპირფარეშოს შემავსებლების წარმოება გახდა. ბენტონიტის უნარი, შეიწოვოს დიდი რაოდენობით სითხე და წარმოქმნას მყარი გრანულები, მას ამ პროდუქტის წარმოებისთვის იდეალურ ნედლეულად აქცევს. სწორედ ამიტომ, 2025 წელს კომპანიამ ახალი საწარმო აამოქმედა და ბაზარზე საკუთარი ბრენდი — AskanaBent — წარადგინა. „ასკანგელ ალიანსი“ წარმოების განვითარებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს - კომპანიაში 133 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია. თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორია და „ასკანგელ ალიანსთან“ დაარსების დღიდან თანამშრომლობს. სწორედ თიბისიმ დააფინანსა 2025 წელს საწარმოს რეაბილიტაცია, რომელიც გურიაში მოსული ძლიერი თოვლის შედეგად დაზიანდა. ბანკმა თანხა ახალი შენობისა და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად გამოყო. საქართველოში წარმოების მხარდაჭერა თიბისისთვის პრიორიტეტულია. მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობით ბანკი ხელს უწყობს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ექსპორტის გაძლიერებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)