|
2026-07-10 14:53:47, 1194 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთმა რუსეთს პირველად მისცა მტკიცე, ულტიმატუმის მსგავსი გაფრთხილება ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე ნებისმიერი განხილვის წინააღმდეგ. ამ ფორმით ჩინეთის ჩარევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე ევროპელი ლიდერებისგან შეიტყო, სადაც მათ „ომის დასრულებაში ჩინეთის როლზე“ ისაუბრეს. ზელენსკიმ ეს თემა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა, თუმცა ამ საუბრის შინაარსის გასაჯაროება არ ისურვა. „ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ არა მხოლოდ ევროპა, არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ჩინეთიც რეაგირებს. მეჩვენება, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ასე მკაფიოდ და მტკიცედ უპასუხეს - როგორც მე მითხრეს, ულტიმატუმის ფორმით - რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ არავითარი საუბარი არ დაიშვება,“ - განაცხადა ზელენსკიმ. გასულ თვეში, პარტიის “სოციალური უსაფრთხოება” წარმომადგენელი ვიკტორ პეროვი, სანკტ პეტერბურგში სიტყვით გამოსვლისას პუტინს მიმართავდა და უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივაზე საუბრობდა. უკრაინის აგრესიაზე რუსული ნარატივის გამეორებისას, მან თანამდებობის პირებს მოუწოდა, პუტინისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების მოთხოვნით მიემართათ. მისი აზრით, ამ გზით რუსეთი შეძლებს უკრაინას აიძულოს რუსეთისთვის სასარგებლო სამშვიდობო გარიგებებზე დათანხმება. პეროვის გამოსვლისას, როდესაც მან ბირთვული ძალა ახსენა, მიკროფონი გამოირთო.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)